Belive

პსჟ-ს მთავარი ოფისის წინ, გულშემატკივრები მესის შეურაცხმყოფელ ფრაზებს სკანდირებენ

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკვე დიდი ხანია, რაც "პსჟ-ს" გულშემატკივრები ლეო მესის მათ გუნდში ყოფნით ძალიან უკმაყოფილონი არიან და ამას არც მალავენ.

შეგახსენებთ, რომ "პარი სენ-ჟერმენისა" და "ლიონის" მატჩის დაწყებამდე პარიზული კლუბის გულშემატკივრებმა ლიონელ მესის უსტვინეს. კლუბის ქომაგებმა არგენტინელს ობსტრუქცია შემადგენლობის გამოცხადებისას მოუწყეს. 

აღნიშნული პარიზელებს სხვა შეხვედრებზეც გაუკეთბიათ.

ცნობისთვის, 35 წლის ფეხბურთელი პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აჭიანურებს და როგორც იწერება, "ბარსელონაში" დაბრუნებას აპირებს. დიდი ალბათობით, ლეოს გადაწყვეტილებაზე გავლენას პარიზული ქომაგების დამოკიდებულებაც მოახდენს.

ამჟერად პარიზული კლუბის გულშემატკივრები გუნდის სათაო ოფისის წინ იყვნენ შეკრებილნი და არგენტინელის მიმართ შეურაცხმყოფელ ფრაზებს სკანდირებდნენ.

მიმდინარე სეზონში მესისთვის ,,პარი სენ ჟერმენში” ბოლო იქნება. ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, არგენტინელის მამამ და საფეხბურთო აგენტმა, ხორხე მესიმ, პარიზული გუნდის ხელმძღვანელობას ამის შესახებ ჯერ კიდევ ერთი თვის წინ აცნობა.

როგორც Mundo Deportivo წერს, ლეოს გადაწყვეტილების მთავარი მიზეზი ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა და ,,პსჟ-ს” სპორტული პროექტის არასტაბილურობაა.

მიმდინარე სეზონში მესის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის” მაისურით ჩატარებულ 37 შეხვედრაში 20 გოლი და 19 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები