მორატაც თურქეთში? - მილანი ესპანელის გაშვებაზე თანახმაა
თურქეთის სუპერლიგის გრანდი "გალათასარაი" "მილანთან" მოალაპარაკებებს აწარმოებს. ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, თურქების სამიზნე ალვარო მორატაა. ორივე მხარე მზადაა მალე დახუროს გარიგება, მილანი მარტივად ელევა ფეხბურთელს და მის ნაცვლად სხვა ფორვარდის დამატებაზე უკვე მუშაობს.
ეს ნაბიჯი გალათასარაის მხრიდან მკაფიო სიგნალია მათთვის, ვინც ვიქტორ ოსიმენის შეძენითაა დაინტერესებული. ცხადია, რომ ნიგერიელი თავდამსხმელი თურქეთში, იჯარის დასრულების შემდეგ აღარ დარჩება.
32 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე შეთანხმება უახლოეს საათებში იგეგმება. მორატასთვის გალათასარაი მე-6 კლუბი იქნება, რომლის ფორმასაც მოირგებს. თავის მხრივ, მილანს სწრაფად სურს გაიფორმოს "ფეიენოორდის" თავდამსხმელი, სანტიაგო ხიმენესი.
🚨 Alvaro Morata’nın Galatasaray’a transferinin şerefine bizi takip edip bu tweeti beğenen 3 kişiye yeni sezon Galatasaray forması hediye ediyoruz. pic.twitter.com/wB7Sf6zBGa
— Plus Sports (@plussportz) January 30, 2025