ოფიციალურად: ტეო ერნანდესი ალ ჰილალის ფეხბურთელია
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ფრანგი ფეხბურთელი ტეო ერნანდესი კარიერას საუდის არაბეთის გუნდში გააგრძელებს. 27 წლის მოთამაშე მილანიდან ალ ჰილალში გადავიდა, მის სანაცვლოდ გუნდმა 25 მილიონი ევრო გადაიხადა და კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.
ტეო ერნანდესი 3 წელიწადში 75 მილიონ ევროს მიიღებს, რაც წლიური 25 მილიონია.
ფრანგი ფეხბურთელი მილანურ კლუბში 2019 წლიდან თამაშობდა, ამ დროის განმავლობაში მან 262 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 34 გოლი, გააკეთა 45 საგოლე გადაცემა. ტეომ მილანთან ერთად იტალიის სერია A და იტალიის სუპერთასი მოიგო.
He’s a Blue! ✍️pic.twitter.com/7oxfDEZkrF
— AlHilal Saudi Club (@Alhilal_EN) July 10, 2025