მოპოვებული პენალტი და მოგება | ირაკლი აზაროვის შეფასება ბრესტთან მატჩში
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ირაკლი აზაროვის ,,შახტარმა'' ჩემპიონთა ლიგის მე-7 ტურში ,,ბრესტი'' 2:0 დაამარცხა.
ქართველმა ფეხბურთელმა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველი შეხვედრა ჩაატარა და პენალტის მოპოვება შეძლო.
აზაროვმა Sofascore-სგან 7.5-ქულიანი შეფასება მიიღო, რითაც საკუთარი გუნდის შემადგენლობაში მხოლოდ 2 ფეხბურთელს ჩამორჩა.
22 წლის მცველმა, რომელიც ბურთს სულ 69-ჯერ შეეხო, 14-დან 5 დუელი მოიგო და 44-დან 37 (84%) ზუსტი გადაცემა გააკეთა.
7.7 ქულით შეაფასა აზაროვის თამაში Whoscored-მა (ასევე მე-3 შეფასება გუნდში) 7.6-ით კი Flashscore-მა.
,,შახტარი'', რომელიც 7 ტურის შემდეგ 7 ქულით სატურნირო ცხრილის 27-ე პოზიციაზეა, ჩემპიონთა ლიგის მომავალ შეხვედრას 30 იანვარს, ,,დორტმუნდის'' წინააღმდეგ გამართავს.