Belive

,,მოპარეს'' თუ არა სნეიდერს 2010 წელს ოქროს ბურთი? ჟოზე მოურინიოს პასუხი

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

პორტუგალიელ სპეციალისტს, ჟოზე მოურინიოს, რიო ფერდინანდის პოდკასტში ჰკითხეს, უნდა მიეღო თუ არა 2010 წელს ,,ოქროს ბურთი'' ვესლი სნეიდერს, რომელიც მაშინ სწორედ ჟოზეს ,,ინტერში'' თამაშობდა:

- ფიქრობთ, რომ სნეიდერს 2010 წელს ოქროს ბურთი მოპარეს?

- არ მიყვარს ამის თქმა... ვინ მოიგო? მესიმ?

- დიახ...

- მაშინ, არ მოუპარავთ! თუმცა, ვესლიმ იმ წელს ტრებლი მოიგო და მგონი, მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშიც ითამაშა. ამიტომ, საუკეთესო სამეულში აუცილებლად უნდა მოხვედრილიყო. მაგრამ, როცა ოქროს ბურთს მესი ან რონალდუ იგებდა, ამას უსამართლოს ვერასდროს ვუწოდებდით. -

2010 წელს ,,ოქროს ბურთი'' ლეო მესის გადაეცა, რომელმაც გამოკითხვაში ხმების 22,65 % მიიღო, მეორე ადგილი ანდრეს ინიესტამ დაიკავა, მესამე - ხავიმ, მეოთხე - სნეიდერმა, მეხუთე კი - დიეგო ფორლანმა.

2009-2010 წლების სეზონში მესიმ ,,ბარსელონას'' მაისურით ჩატარებულ 53 შეხვედრაში 47 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა და ლა ლიგის მოგება შეძლო. ამავე სეზონში სნეიდერმა ,,ინტერთან'' ერთად ტრებლი მოიგო და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.

რამდენიმე თვის წინ, ნიდერლანდელმა თავად თქვა, რომ მისთვის ცოტა უსამართლო იყო, როცა ,,ოქროს ბურთი'' მესის გადასცეს და არა მას.

სხვა სტატიები