Belive

კრიშტიანუ რონალდუსთვის ოქროს ბურთის დაჯილდოება ფიქციაა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

კრიშტიანუ რონალდუს, თავის მრავალწლიან კარიერაში უამრავი რეკორდი აქვს დამყარებული და მათ შორის, 5-ჯერ მოიგო მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილი ჯილდო - ოქროს ბურთი. ბოლოს ეს 2017 წელს მოხდა, მაშინ რონალდუ რეალში თამაშობდა.

იმ დროისთვის, რონალდუ 5 მოგებული ოქროს ბურთით, ლეო მესის გაუთანაბრდა, თუმცა ამის შემდეგ, არგენტინელმა კიდევ 3-ჯერ შეძლო პრესტიჟული ჯილდოს მოგება და აბსოლუტურ რეკორდსმენად იქცა (8 მოგებული ოქროს ბურთი).

წლების განმავლობაში, რონალდუმ ამ ჯილდოს მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა და რამდენჯერმე მკაცრად გააკრიტიკა FRANCE FOOTBALL (ორგანიზატორი).

2025 წელს, ოქროს ბურთის ნომინატებს შორის რონალდუს 3 თანაგუნდელია: ვიტინია, ჟოაუ ნევეში და ნუნო მენდეში (პორტუგალიის ნაკრებიდან). როოგორც ნაკრების კაპიტანი, რონალდუ ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს, ამიტომ ჟურნალისტებმა მას წლევანდელ დაჯილდოებაზე აზრი ჰკითხეს. ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, sportTV-ის ჟურნალსტს უთხრა, რომ ეს დაჯილდოება მისთვის უბრალოდ ფიქციაა და დამატებით შეკითხვებსაც თავი აარიდა.

40 წლის რონალდუმ ალ ნასრთან კონტრაქტი გაახანგრძლივა, რაც იმას ნიშნავს, რომ საუდის არაბეთში კიდევ 2 წლით დარჩება.

სხვა სტატიები