Belive

მიწისძვრის შედეგად თურქი მეკარე გარდაიცვალა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ენი მალათიასპორის'' 28 წლის მეკარე, აჰმედ ეიუპი მიწისძვრას ემსხვერპლა. ინფორმაციას თურქული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს:

,,ვწუხვართ, შენი დაკარგვის გამო...

ჩვენი მეკარე, აჰმედ ეიუპ თურქასლანი მიწისძვრის შედეგად გარდაიცვალა. მშვიდად განისვენე. არასდროს დაგივიწყებთ,'' - წერია გუნდის განცხადებაში.

თურქი მეკარე 6 თებერვალს შენობის ნანგრევებში მეუღლესთან ერთად მოხვდა, მისი მეუღლე გადაარჩინეს, ფეხბურთელის ცხედარი კი დღეს იპოვეს.

,,მალათიასპორის'' გარდა, აჰმედ ეიუპი კარიერის განმავლობაში ,,ბუგსაშსპორში'', ,,ოსმანლისპორსა'' და ,,უმრანიესპორში'' თამაშობდა.

თურქეთში გუშინ რამდენიმე ძლიერი მიწისძვრა მოხდა, რასაც 4000-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნანგრევების ქვეშ ათასობით ადამიანია მოყოლილი.

სხვა სტატიები