Belive

მონაკო ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში შევიდა - ასეთი შედეგი მხოლოდ ოთხ გუნდს აქვს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიგა 1-ის მესამე ტურის შეხვედრაში, "მონაკომ" შინ "ნანტი" - 2:1 დაამარცხა და საფრანგეთის ჩემპიონატში მეათასე გამარჯვება მოიპოვა. ფრანგული ფეხბურთის ისტორიაში "მონაკოს" გარდა, სულ სამი გუნდი მოიპოვება, რომელსაც შიდა ჩემპიონატის უმაღლეს დივიზიონში მოგებათა გრაფაში ოთხნიშნა ციფრი უწერია. ასეთები "მარსელი", (1115), "ბორდო" (1057) და "სენტ-ეტიენი" (1044) არიან. აღსანიშნავია, რომ ათასმოგებიანი ნიშნულის მისაღწევად "მონაკოს" 87 წელი დასჭირდა. პირველი გამარჯვება გუნდმა 1953 წლის 13 სექტემბერს, "ლა ჰერვეს" წინააღმდეგ მოიპოვა, 8 წლის შემდეგ კი პირველ ტიტულსაც დაეუფლა. ნიკო კოვაჩის გუნდს მიმდინარე სეზონში 2 გამარჯვებით და 1 ფრით 7 ქულა აქვს და გათამაშებას "რენთან" ერთად" ლიდერობს.

სხვა სტატიები