"მონაკო მეცთან დისკუსიებს აწარმოებს" - L'Équipe
"მონაკომ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვისამ ბენ იედერი 5 წლის შემდეგ გუნდს ტოვებს. ფრანგული კლუბი იმ ფეხბურთელების სიას აქვეყნებს, რომელთაგანაც ერთ-ერთმა შესაძლოა ფრანგი ფეხბურთელი ჩაანაცვლოს.
L'Équipe-ის ცნობით "მონაკო" სამ ვარიანტს განიხილავს, ერთ-ერთი მათგანი კი "მეცის" ქართველი ფორვარდი გიორგი მიქაუტაძეა, წყაროს ინფორმაციით "მონაკო" "მეცთან" დისკუსიებს აწარმოებს, თუმცა ჟორჟის მიმართ როგორც თავისი ამჟამინდელი კლუბის ინტერესი, ასევე სხვა გუნდების ინტერესებიც დიდია და ამ საკითხთან დაკავშირებით კონკურენციაც მნიშვნელოვნად იკვეთება.
ქართველის გარდა ფრანგული გუნდი კიდევ 2 ვარიანტს განიხილავს, ერთ-ერთია "ჩელსის" თავდამსხმელი არმანდო ბროია, რომელიც მესამე ვარიანტია და "ზალცბურგის" თავდამხსმელი კარიმ კონატე.
🚨 Les trois pistes de Monaco pour remplacer Wissam Ben Yedder ❤️🤍 :
— BeFootball (@_BeFootball) May 26, 2024
🇨🇮 Karim Konaté
🇬🇪 Georges Mikautadze
🇦🇱 Armando Broja
(@lequipe) pic.twitter.com/TafaF07h1x