Belive

მომავლის ფეხბურთი - ფიფა წესებში ცვლილებებს აპირებს და ექსპერიმენტს ატარებს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ნიდერლანდებში, Future of Football Cup-ზე, სადაც ,,პსვ-ის'', ,,ალკმაარის'', ,,ბრიუგესა'' და ,,ლაიფციგის'' 19-წლამდელთა გუნდები ასპარეზობენ, ახალი საფეხბურთო წესების გამოცდა დაიწყო. საუბარია 5 ცვლილებაზე, რომელსაც ფიფა სამომავლოდ განიხილავს:

  • აუტის ჩაწოდება ფეხით.
  • ჯარიმის გათამაშება დრიბლინგით, პასის გარეშე.
  • ცვლილებების შეუზღუდავი რაოდენობა.
  • ფეხბურთელი ყვითელი ბარათის მიღების შემთხვევაში, მოედანს 5 წუთით დატოვებს.
  • ორი 30-წუთიანი ტაიმი (იგულისხმება სუფთა დრო, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ პაუზის დროს, წამზომი გაჩერდება).

Goal.com-ის ცნობით, გასულ კვირაში გამართული შეხვედრები ფიფას ინიციატივით გაიმართა. ტურნირის დასრულების შემდეგ, ორგანიზაცია წესებს გაანალიზებს და სიახლის ოფიციალურ მატჩებში დანერგვაზე იმსჯელებს.

სხვა სტატიები