გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება გაიზარდა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "მეცის" ვარსკვლავის - გიორგი მიქაუტაძის სატრანსფერო ღირებულება 4 მილიონით გაიზარდა და 10 მილიონ ევროს შეადგენს.
16 ივნისს, transfermarkt-ზე მონაცემების უკანასკნელი განახლების შემდეგ, ქართველი შემტევის ღირებულება 10 მილიონი ევროთი განისაზღვრა. 2023 წლის აპრილში, მიქაუტაძის ღირებულება 6 მილიონს შეადგენდა.
შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც 2022/23 წლების სეზონში, “მეცის” მაისურით ყველა ტურნირზე ჩატარებულ 40 მატჩში 24 გოლი აქვს გატანილი და 9 საგოლე პასი გაკეთებული, ლიგა 2-ის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.