Belive

მომავალი სეზონიდან უეფა ჩემპიონთა ლიგაზე ცვლილებას გეგმავს

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ჩემპიონთა ლიგის 2025-2026 წლების სეზონისთვის უეფა ცვლილებებს გეგმავს, რაც ლიგის ფაზის საუკეთესო გუნდებს პლეი-ოფში საშინაო მოედნის უპირატესობას მისცემს.

გასულ სეზონში ლიგის ფაზის Top 8 გუნდს მერვედფინალურ ეტაპზე საპასუხო მატჩის საკუთარ სტადიონზე თამაში გარანტირებული ჰქონდა, თუმცა აღნიშნული უპირატესობა მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში აღარ მოქმედებდა და ყველაფერს წილისყრა წყვეტდა.

ESPN-ის ცნობით, პსჟ-სა და ინტერის ფინალური მატჩის წინ გამართულ სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალი წლიდან ახალი წესი ამოქმედდება და ლიგის ფაზის საუკეთესო გუნდები მთელი პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრებს შინ გამართავენ.

მაგალითისთვის, ეს წესი ამ სეზონშივე რომ ამოქმედებულიყო, არსენალი (ლიგის ფაზის მესამეადგილოსანი) რეალთან და პსჟ-სთან განმეორებით დაპირისპირებებს ლონდონში გამართავდა და არა პარიზსა და მადრიდში. ასევე, ბარსელონა (ლიგის ფაზის მეორეადგილოსანი) ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრას ინტერთან საკუთარ არენაზე ჩაატარებდა.

სხვა სტატიები