იტალიის ნაკრების ახალგაზრდა თავდამსხმელი მოიზე კინი ზამთარში შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს.
ზაფხულში, "ევერტონში" "იუვენტუსიდან" გადაბარგებული ფეხბურთელის შეძენით "მილანი" ინტერესდება, რომელიც შეტევის გაძლიერებას ცდილობს.
თანაც თავად ფეხბურთელი ლივერპულულ კლუბში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და აგენტ მინორაიოლას ახალი ნავსაყუდელის გამოძებნას სთხოვს.
"კანფეტებმა" 19 წლის ფეხბურთელი "ბიანკონერიდან" 27.5 მილიონ ევროდ შეიძინეს და მას 6-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს, ამრიგად "როსონერიმ" სულ მცირე 40 მილიონი უნდა გაიღოს.