ლამპარდმა ევერტონის გოლის აღნიშვნისას ხელი მოიტეხა
პრემიერლიგის მე-20 ტურის გადადებულ შეხვედრაში, "ევერტონი" "ნიუკასლს" დაუპირისპირდა. "გუდისონ პარკზე" გამართული დრამა, მასპინძელთა გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. უმნიშვნელოვანესი გამარჯვების მომტანი გოლი ალექს ივობიმ 99-ე წუთზე გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მატჩის 83-ე წუთზე მოედნიდან ალანი გააძევეს და "ევერტონმა" ასპარეზობა 10 ფეხბურთელით განაგრძო. მატჩის მიწურულს გატანილი გოლის აღნიშვნის დროს, "ევერტონის" მთავარმა მწვრთნელმა - ფრენკ ლამპარდმა ხელი მოიტეხა.
Frank Lampard is BUZZING! He knows how important that goal could be! 🔵#EVENEW #PLonPrime pic.twitter.com/qiXEqHQVDs — Amazon Prime Video Sport (@primevideosport) March 17, 2022
Ouch! 😅 He might have broken his hand during the celebrations, but the three points is the only thing on Frank Lampard's mind #EVENEW #PLonPrime pic.twitter.com/HMxlUXF3L9 — Amazon Prime Video Sport (@primevideosport) March 17, 2022