მოჰამედ სალაჰი: "ახალი კონტრაქტი? ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული"
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პრემიერ ლიგის ახალი სეზონი "ლივერპულმა" შესანიშნავად დაიწყო. არნე სლოტის გუნდმა სამივე შეხვედრა მოიგო და 9 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.
ამ წარმატებული სტარტის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი ტრადიციულად მო სალაჰია. ეგვიპტელმა შემტევმა სამ ტურში სამი ასისტის და სამი გოლის გატანა შეძლო. ლივერპულელი გულშემატკივრისთვის სამწუხაროდ, სალაჰისთვის ეს ბოლო სეზონია და როგორ ჩანს, მერსისაიდული კლუბის მასთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს.
როგორც იცით კლუბში ეს ჩემი ბოლო წელია. უბრალოდ მინდა ვისიამოვნო. ამაზე ფიქრი არ მინდა. ჯერჯერობით, ახალი კონტრაქტის შესახებ კლუბში არავისთან მისაუბრია. ასე რომ, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემი ბოლო სეზონია. ახალი კონტრაქტი? ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. - განაცხადა სალაჰმა
შეგახსენებთ, რომ მოჰამედი "ლივერპულში" 2017 წელს გადავიდა. ინგლისელებმა ეგვიპტელი £36.9 მილიონის სანაცვლოდ გაიფორმა. ამ დროის მანძილზე "ფარაონმა" 352 შეხვედრა ჩაატარა და 214 გოლთან ერთად 92 ასისტიც შეასრულა.