,,მოგება არ დაგვიმსახურებია'' - ლუის ენრიკე ლორიანთან მატჩის შემდეგ
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
პარი სენ ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, ლორიანთან ფრედ დასრულებული მატჩი შეაფასა:
,,90 წუთის განმავლობაში კონცენტრირებული უნდა იყო, მატჩის წინ ვთქვი, რომ რთული თამაში იქნებოდა. ასეთი შეხვედრები ბევრი მინახავს და თუ პირველ ტაიმში რიტმში ჩაჯდომას ვერ ახერხებ, ეს მეტოქეს დამატებით მოტივაციას აძლევს.
როცა გგონია, რომ ყველაფრის გამოსასწორებლად დრო გაქვს და ეს არ გამოგდის, ძალიან რთულია. მოგება არ დაგვიმსახურებია, ვულოცავ ლორიანს, რომელმაც თავი ძალიან კარგად დაიცვა.
პირველი ტაიმი განსაკუთრებით ცუდი იყო, მომენტები ვერ შევქმენით. მეორე ნახევარში თამაში გავაუმჯობესეთ, მაგრამ არა იმდენად, რომ მოგვეგო. გოლი გავიტანეთ, თუმცა მეტოქემ მალევე გვიპასუხა. სამწუხაროა, რადგან ქულები მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ამ ეტაპზე.'' - ლუის ენრიკე
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-10 ტურის შეხვედრა ლორიანსა და პარი სენ ჟერმენს შორის ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.
ლუის ენრიკეს გუნდი მომავალ მატჩს შაბათს, 1 ნოემბერს, ნიცას წინააღმდეგ გამართავს.
🎙️ The reactions of Luis Enrique and João Neves. 💬#FCLPSG I @Ligue1_ENG pic.twitter.com/BdHwchJ1zg
— Paris Saint-Germain (@PSG_English) October 30, 2025