Belive

მოდრიჩი: ,,მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშს ვაგრძელებ''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი, ,,სამეფო გუნდთან'' კონტრაქტის გახანგრძლივებას გამოეხმაურა:

,,მოხარული ვარ გაცნობოთ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბში თამაშს ვაგრძელებ. 10 წლის განმავლობაში ვაკეთებდი იმას, რაზეც ვოცნებობდი - მადრიდის რეალის მაისურს ვატარებდი. თუმცა, ახლაც ისე ვარ აღელვებული, თითქოს, გუნდში ჩემი პირველი დღეა. ვაგრძელებთ! ჰალა, მადრიდ!'' - დაწერა ხორვატმა ინსტაგრამის პირად გვერდზე.
დღეს მოდრიჩმა ,,რეალთან'' კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა. ხორვატი ფეხბურთელი ,,სამეფო კლუბში'' 2012 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში 36 წლის ნახევარმცველმა მადრიდული გრანდის მაისურით ჩატარებულ 45 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა მიითვალა.
 
View this post on Instagram
 

A post shared by Luka Modric (@lukamodric10)

სხვა სტატიები