ლოს ანჯელესმა გარეთ ბეილის ტრანსფერი დაადასტურა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' ყოფილი ფეხბურთელი, გარეთ ბეილი კარიერას ,,ლოს ანჯელესში'' გააგრძელებს. ინფორმაციას ამერიკული გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. უელსელმა, რომელიც ,,ლოს ანჯელესს'' თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, ახალ კლუბთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა:
,,ლოს ანჯელესში გადმოსვლით ძალიან გახარებული ვარ. ეს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის შესაფერი ადგილია. გუნდთან ერთად მუშაობის დაწყებას მოუთმენლად ველი,'' - განაცხადა ბეილმა.ბეილი ,,რეალში” 2013 წლიდან თამაშობდა, თუმცა ერთი სეზონი იჯარით ,,ტოტენჰემში” გაატარა. 32 წლის ფეხბურთელმა გასულ სეზონში ,,სამეფო გუნდის” მაისურით 7 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.
Gareth Bale is Black & Gold. 🤝 #LAFC Transfers presented by @remitly. — LAFC (@LAFC) June 27, 2022