Belive

მოდრიჩი: "დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის შემდეგ, როდრიგო უფრო ძლიერი დაბრუნდება"

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

დღეს კატარის მუნდიალზე მორიგი სენსაცია დაფიქსირდა. ხორვატიის ნაკრებმა შეძლო და ბრაზილია 1/4-ფინალიდან გამოთიშა.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა. დამატებითი დროში კი, ორივე ნაკრებისგან, თითო-თითო გოლი ვიხილეთ. საბოლოოდ გამარჯვებული პენალტების სერიაში გამოვლინდა.

პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პენალტი გააფუჭა, "რეალის" ფეხბურთელი და ლუკა მოდრიჩის თანაგუნდელი როდრიგო იყო. მის გასამხნევებლად კი ლუკა მოდრიჩმა შემდეგი სიტყვები თქვა:

"მის ასაკში ვიყავი, როცა 2008 წელს გადამწყვეტი პენალტი ვერ გავიტანე. ქება უკეთვნის იმისთვის, რომ ეყო გამბედაობა და პირველი პენალტი დაარტყა. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფრის შემდეგ, როდრიგო უფრო ძლიერი დაბრუნდება. ეს არაფერია. ყველა ვმარცხდებით."

შეგახსენებთ, რომ ხორვატიის მომავალი მეტოქე ნიდერლანდებისა და არგენტინის წყვილში გამოვლინდება.

სხვა სტატიები