Belive

მო სალაჰმა პრემიერ ლიგის უნიკალური რეკორდი დაამყარა

1 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის პრემიერ ლიგის მე-17 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში "ტოტენჰემისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება შედგა.

ლონდონში გამართული უხვგოლიანი მატჩი, მასპინძლების მარცხით, 3:6 დასრულდა. "სპურსის" დარბევაში ლომის წილი მოჰამედ სალაჰმა დაიდო, რომელმაც დუბლი გაიფორმა და ორი საგოლე გადაცემაც შეასრულა.

"ტოტენჰემთან" დასრულებული მატჩის შემდეგ, მო სალაჰის პირად აქტივში 15 გატანილი გოლი და 11 საგოლე გადაცემა დაგროვდა, რითიც ეგვიპტელი არა მხოლოდ ბომბარდირთა დავას ლიდერობს, არამედ პრემიერ ლიგის უნიკალური რეკორდის ავტორიც გახდა. მო სალაჰი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერ ლიგის ერთ კონკრეტულ სეზონში, შობამდე შეძლო გატანილი გოლებისა და შესრულებული საგოლე გადაცემების ორმაგი ნიშნულის გაფორმება (15 გოლი, 11 ასისტი).

პრემიერ ლიგის მე-18 ტურის შეხვედრას, "ლივერპული" 26 დეკემბერს, 23:55 საათზე, "ლესტერის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები