Belive

"მო სალაჰი ტრავმის გამო 21-დან 28 დღემდე გამოტოვებს" | რემი აბასი - ეგვიპტელი ფეხბურთელის აგენტი

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულისა" და ეგვიპტის ნაკრების ფეხბურთელის მოჰამედ სალაჰის ტრავმა გაცილებით სერიოზულია, ვიდრე თავდაპირველად ჩანდა. ეგვიპტელი ფეხბურთელი აფრიკის ერთა თასს გამოტოვებს.

მო სალაჰის აგენტი რემი აბასი სოციალური გვერდის პირად ექაუნთზე პოსტს აქვეყნებს:

მოჰამედის ტრავმა იმაზე სერიოზულია, ვიდრე თავდაპირველად ფიქრობდნენ, ის ტრავმის გამო 21-28 დღეს გამოტოვებს და არა 2 თამაშს. მან ბრიტანეთში ინტენსიური რეაბილიტაცია უნდა გაიაროს და გუნდს შეუერთდეს, როგორც კი ფორმაში იქნება. - რემი აბასი - მოჰამედ სალაჰის აგენტი

შეგახსენებთ, ეგვიპტე აფრიკის ერთა თასის B ჯგუფში ასპარეზობდა, სადაც მო სალაჰმა პირველივე შეხვედრაში მოზამბიკის წინააღმდეგ 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა, მეორე შეხვედრაში კი, ეგვიპტელმა ფეხბურთელმა განასთან გამართულ დაპირისპირებაში ტრავმა მიიღო და მატჩს ნაადრევად გამოეთიშა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ეგვიპტის ნაკრებმა ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩი ფრედ 2:2 ითამაშა და ჯგუფიდან მე-2 ადგილით გავიდა.

სხვა სტატიები