Belive

მო სალაჰი ოქტომბრის თვეში პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მოჰამედ სალაჰი ოქტომბრის თვეში "პრემიერ ლიგის" საუკეთესო ფეხბურთელია. ეგვიპტელს მთელი თვის განმავლობაში "პრემიერ ლიგის" მატჩებში 5 გოლი აქვს გატანილი. "ბრაიტონთან" დუბლი შეასრულა, "ევერტონთან" ასევე დუბლით გამოირჩა და 1 გოლი გაიტანა "ნოტინგემთან".

მო სალაჰის კონკურენტები იყვნენ: "ასტონ ვილადან" დუგლას ლუიზი, "ბრენტფორდიდან" ბრაიან მბეუმო, პედრო ნეტო "ვულვზიდან", "არსენალიდან" დეკლან რაისი და "ტოტენჰემიდან" კრისტიან რომერო

სხვა სტატიები