ჟორჟინიომ დაასახელა პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, ვის წინააღმდეგაც უთამაშია
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლონდონის ,,არსენალის'' ნახევარმცველს, ჟორჟინიოს, 𝗧𝗛𝗘 𝗔𝗧𝗛𝗟𝗘𝗧𝗜𝗖 𝗙𝗢𝗢𝗧𝗕𝗔𝗟𝗟 𝗣𝗢𝗗𝗖𝗔𝗦𝗧-ში, პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის დასახელება სთხოვეს:
,,კევინ დე ბრუინე საოცარია. თუმცა, მგონია, რომ სალაჰი საუკეთესო ფორმაში სულ სხვა დონეზე იყო... ასე არაა?!
კი, ვფიქრობ, პირველ ადგილზე მაინც სალაჰს დავაყენებ.'' - ჟორჟინიო
ჟორჟინიო პრემიერლიგაში 2018 წლიდან თამაშობს. ნახევარმცველის პირველი ინგლისური გუნდი ლონდონის ,,ჩელსი'' იყო.
მიმდინარე სეზონში 31 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,არსენალის'' მაისურით ჩატარებულ 17 შეხვედრაში 1 გოლია.
პრემიერლიგის 14 ტურის შემდეგ, ,,მეთოფეებს'' 33 ქულა აქვთ და მეორეადგილოსან ,,ლივერპულს'' 2 ქულით უსწრებენ.