ამერიკის საფეხბურთო ლიგა MLS-ის 2020 წლის სეზონი დაიწყო. უკვე გაიმართა ტურის რამდებიმე შეხვედრა.
დღეს გამთენიისას, ქართველი ფეხბურთელების "სან ხოსე" შინ "ტორონტოს" მიიღებს. დაპირისპირება ჩვენი დროით 2:30-ზე დაიწყება. აღსანიშნავია, რომ ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშია დღევანდელი თამაშის ძირითად შემადგენლობაში არიან.
ორივე მათგანის სათამაშო პრაქტიკა საქართველოს ნაკრების მარტის თამაშისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება.