იყო პრემიერლიგის გუნდის მთავარი მწვრთნელი, ეს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო საქმიანობაა.
როცა აცნობიერებ, რომ სამყაროში მილიონობით ადამიანი ოცნებობს შეასრულოს შენი საქმე, იძულებული ხარ, მუდმივად ყურადღებით იყო და ეცადო საკუთარი საქმე მაქსიმალური კონცენტრაციითა და მინიმალური შეცდომებით შეასრულო. ამრიგად, ეს საქმე ბევრ უძილო ღამესაც უდრის, რის მერეც გარეგნობა ისეთ ადამიანსაც კი შეეცვლება, რომელსაც თავის დროზე "ბავშვის თვალებიან მკვლელს" უწოდებდნენ.
საინტერესოა, როგორ გამოიყურებოდნენ ოლე გუნარ სულშერი და პრემიერლიგის კიდევ 19 სპეციალისტი, მაშინ, როცა მათ ამდენი საზრუნავი არ ჰქონდათ. სოციალური ქსელის მომხმარებელმა, ერთ-ერთი აპლიკაციის მეშვეობით მაქსიმალურად ზუსტად აღადგინა ინგლისის ელიტარული დივიზიონის 20 თავკაცის სახე 14 წლის ასაკში.
მიკელ არტეტა - "არსენალი"ოლე გუნარ სულშერი - "მანჩესტერ იუნაიტედი" ჟოზე მოურინიო - "ტოტენჰემი" იურგენ კლოპი - "ლივერპული" კარლო ანჩელოტი - "ევერტონი" სტივ ბრიუსი - "ნიუკასლი" როი ჰოჯსონი - "კრისტალ პალასი" დევიდ მოიესი - "ვესტ ჰემი" ნუნუ ესპირიტუსანტუ - "ვულვერჰემპტონი"რალფ ჰაზენჰუტლი - "საუთჰემპტონი"გრემ პოტერი - "ბრაიტონი"სემ ელარდაისი - "ვესტ ბრომვიჩი" ბრენდან როჯერსი - "ლესტერი"კრის ვაილდერი - "შეფილდ იუნაიტედი" სკოტ პარკერი - "ფულემი" შონ დაიჩი - "ბარნლი"მარსელო ბიელსა - "ლიდს იუნაიტედი"ფრენკ ლამპარდი - "ჩელსი"დინ სმიტი - "ასტონ ვილა"პეპ გვარდიოლა - "მანჩესტერ სიტი"