"მკაფიოდ მჯერა რისი გაკეთებაც მსურს, მინდა და ვრისკავ" - რუბენ ამორიმი
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, რუბენ ამორიმმა იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე ისაუბრა და გუნდის სამომავლო გეგმებზე გაამახვილა ყურადღება. "წითელმა ეშმაკებმა" მხოლოდ 2 ფეხბურთელი იყიდეს, მარცხენა მცველი პატრიკ დორგუ, რომელიც იტალიური "ლეჩედან" გადავიდა და ცენტრალური მცველი აიდენ ჰევენი, რომელიც ლონდონის "არსენალიდან" გადავიდა მანჩესტერულ კლუბში.
რუბენ ამორიმმა დაასახელა მიზეზიც თუ რატო არ იაქტიურა გუნდმა ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს:
ჩვენ გავრისკეთ, მაგრამ გუნდში განსხვავებული რაღაცის შექმნა გვსურს, ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. არ გვინდა, რომ წარსულში დაშვებული შეცდომები კვლავ გავიმეოროთ, სწორედ ამიტომ ვიყავით ფრთხილები ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს. ზაფხულში ვნახავთ თუ რას მოვიმოქმედებთ.
გულიბრყვილო არ ვარ, არაერთხელ მითქვამს, ამ სპორტში ჩვენ შედეგები გვჭირდება და რთულ სიტუაციაში ვართ, ვიცი როდესაც ამ პროფესიას ირჩევ რისკის ფაქტორებიც არსებობს.
"მანჩესტერ იუნაიტედში" მოსვლისთანავე გუნდის თითოეულ დეტალს გადავხედე და ვხვდები, რომ რაღაცები შესაცვლელია, ამის გაკეთება კი ახალი ფეხბურთელების გარეშე მწვრთნელისთვის დიდი რისკია, მაგრამ მკაფიოდ მჯერა რისი გაკეთებაც მსურს, მინდა და ვრისკავ, რადგან საბოლოოდ მჯერა, რომ შედეგს დავდებთ. - რუბენ ამორიმი - "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარი მწვრთნელი
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს "მანჩესტერ იუნაიტედმა" ორი ფეხბურთელი - მარკუს რაშფორდი და ანტონი გუნდიდან იჯარით გაუშვა, ბევრი ფიქრობდა, რომ გუნდი ერთ შემტევს მაინც დაიმატებდა, მაგრამ მთავარი მწვრთნელი ამის აუცილებლობას დღეს ვერ ხედავს.
"We did some mistakes in the past" 🗣️
— Sky Sports News (@SkySportsNews) February 6, 2025
Ruben Amorim reveals why there may have been a lack of signings in the January transfer window. pic.twitter.com/zmt9Xewmcq