"მჯერა, რომ თამაშის ხარისხს გამოვასწორებთ" - ხავი
ლა ლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში, "რაიო ვალეკანოსა" და "ბარსელონას" დაპირისპირება შედგა. მადრიდში გამართული მატჩი, ფრედ 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ "ბლაუგრანა" ზედიზედ მეხუთე მატჩია "რაიო ვალეკანოს" დამარცხებას ვერ ახერხებს - ორ გუნდს შორის გამართული უკანასკნელი 5 მატჩიდან, 3 მადრიდელთა გამარჯვებით, ხოლო 2 ფრედ დასრულდა.
უკანასკნელ პერიოდში "ბარსელონა" არც ისე დამაჯერებლად გამოიყურება, თუმცა ხავი მიიჩნევს, რომ "ბლაუგრანას" თამაშის ხარისხის გამოსწორების პოტენციალი აქვს და ამას გულშემატკივარი მალე იხილავს. ხავიმ ასევე აღნიშნა, რომ კლუბის პრეზიდენტი მას მხარდაჭერას უცხადებს.
თავს დაცულად ვგრძნობ. პრეზიდენტსა და დეკოს ხშირად ვესაუბრები. მათ იციან, თუ როგორ ვმუშაობთ და ვგრძნობ, რომ ჩემი სჯერათ. გულწრფელად მჯერა, რომ თამაშის ხარისხის გამოსწორებასა და სასურველი შედეგის მიღებას შევძლებთ. ამის რომ არ მჯეროდეს, აქ არ ვიქნებოდი. -
🔵🔴 Xavi: “I feel protected by the club. I talk to the president often and to Deco. They know how we work and I feel that I have all their confidence”.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) November 27, 2023
“I firmly believe that we will play well again and get the results. If I didn't believe in it I wouldn't be here”. pic.twitter.com/QVOzCBf83P