Belive

"მიყვარს, მაგრამ უნდა წავიდე" - შოთა არველაძემ კარაგუმრუქი დატოვა

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

თურქეთის სუპერ ლიგის 29-ე ტურში, "ტრაბზონსპორმა" შოთა არველაძის გაწვრთნილ "კარაგუმრუქს" უმასპინძლა და მეტოქე 5:1 გაანადგურა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე ქართველმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ტოვებს დაკავებულ თანამდებობას.

აქ თამაში ყოველთვის რთულია. კარგად დავიწყეთ, მაგრამ ცუდად დავასრულეთ. მიუხედავად იმისა, რომ ეს რთული გასვლითი თამაში იყო, თავდაჯერება არ გვაკლდა. კარგი კვირა გვქონდა, მაგრამ მოედანზე ყველაფერი სხვანაირად გამოჩნდა.

ეს არის კლუბი, რომელიც მიყვარს, მაგრამ ვტოვებ მწვრთნელის პოსტს. დარჩენილი 9 თამაში ძალიან მძიმე იქნება, თუმცა სხვა ატმოსფეროა საჭირო. ბოდიში, ეს არის დღე, რომლის დადგომის მოლოდინიც არ მქონდა - განაცხადა შოთა არველაძემ

ამ მომენტისთვის კარაგუმრუქი გასავარდნი ზონის თავზეა, თუმცა განსხვავება მინიმალურია და კლუბს გადარჩენისთვის საკმაოდ მძიმე ბრძოლა მოუწევს. არველაძემ კარაგუმრუქი თურქეთის თასის ნახევარფინალში გაიყვანა, სადაც მეტოქე სწორედ ტრაბზონსპორი იქნება.

შოთამ თურქული კლუბი წინა წლის დეკემბერში ჩაიბარა, სულ ჩაატარა 17 თამაში, საიდანაც 6-ჯერ მოიგო, 8-ჯერ დამარცხდა, 3 მატჩი კი ფრედ დაასრულა.

სხვა სტატიები