Belive

მიუნხენის ბაიერნში 5-ნომრიან მაისურს აღარავინ ჩაიცვამს

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ბაიერნის" ორგანიზებულ სპეციალურ გამოფენაზე, სახელწოდებით "სამუდამოდ ჩვენი კაიზერი", ცნობილი გახდა, რომ კლუბი 5-ნომრიან მაისურს სამუდამოდ მიანიჭებს მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდას, ფრანც ბეკენბაუერს, ამის შესახებ სიტყვით გამოსვლისას კლუბის პერზიდენტმა, ჰერბერტ ჰაინერმა განაცხადა.

ძვირფასო ფრანც, შენ გახადე ეს კლუბი ისეთი, როგორიც არის დღეს, როგორც მოთამაშე, მწვრთნელი, პრეზიდენტი და კომპანიონი - ეს იქცა დიდი წარმატების, უნიკალური სტილისა და ღრმა ადამიანურობის სიმბოლოდ. თქვენ აჩუქეთ ბაიერნს ქარიზმა, რომელიც დღესაც გავლენას ახდენს.

ფრანც ბეკენბაუერი ხელშეუხებელი დარჩება, ის სამუდამოდ ჩვენი კაიზერი იქნება. ნომერი 5 იქნება დაცული, როგორც უნიკალური მემკვიდრეობა. - განაცხადა ჰერბერტ ჰაინერმა

ლეგენდარული ფრანც ბეკენბაუერი ბაიერნში 1964-1977 წლებში თამაშობდა, გერმანელს კლუბთან ერთად უამრავი შიდა და ევროპული ტიტული აქვს მოგებული, გერმანიის ნაკრებთან ერთად კი მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთელის რანგშიც მოიგო და 1990-ში მთავარ მწვრთნელადაც - 'კაიზერი' 2024 წლის 7 იანვარს გარდაიცვალა.

სხვა სტატიები