Belive

მიუნხენის ბაიერნს ცენტრალური მცველის დამატება სჭირდება

4 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

მიუნხენის ბაიერნის ცენტრალური დაცვის ხაზში პრობლემებია. მატიას დე ლიხტი ტრავმირებულია და დაბრუნების თარიღი ჯერ ცნობილი არ არის. კიმ მინ-ჯე კი 12 იანვრიდან 10 თებერვლის ჩათვლით, სამხრეთ კორეის ნაკრებთან ერთად აზიის თასზე გაემგზავრება.

ბაიერნმა პოტენციური შემცვლელების მოკლე სია შეადგინა:

1) კლუბის სკაუტები აქტიურად აკვირდებიან ჟირონას 20 წლის ტალანტს, არნაუ მარტინესს, რომელსაც ცენტრალურ და მარჯვენა მცველად შეუძლია თამაში.

2) სიაში მეორე ჯორჯო სკალვინია, მაგრამ ატალანტას 19 წლის მოთამაშის ტრანსფერი რთული იქნება, მას კონტრაქტი 2027 წელს ეწურება და თანაც ატალანტას მისი გაყიდვის სურვილი არ აქვს. Transfermarkt ფეხბურთელის 40 მილონ ევროდ აფასებს.

3) ყველაზე ხელსაყრელად კლემან ლენგლეს ტრანსფერი გამოიყურება. 28 წლის ფრანგი ბარსელონამ იჯარით ასტონ ვილაში გაუშვა. ბირმინგემში გადასვლის შემდეგ, ლენგლეს პრემიერლიგაში მატჩი არ ჩაუტარებია, ფეხბურთელის სატრასფერო ღირებულებად 10 მილიონი ევრო სახელდება და ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფრანგი ცენტრალური მცველი ამ ზამთარს ასტონ ვილას დატოვებს.

ბაიერნს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი რა რაოდენობის თანხა დახარჯოს სამთრის ტრანსფერებზე.

მიუნხენური გრანდი ბუნდესლიგაში მეორე ადგილზეა, ლევერკუზენის ბაიერს 3 ქულით ჩამორჩება და ერთი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

სხვა სტატიები