Belive

მიუნხენის ბაიერნი ჰარი კეინთან დაკავშირებით ორ ვარიანტს განიხილავს

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მიუნხენის ბაიერნი ჰარი კეინთან დაკავშირებით ორ ვარიანტს განიხილავს. მიუნხენური კლუბი გამოცდილ ინგლისელ ფორვარდთან თანამშრომლობის გაგრძელებით აქტიურად არის დაინტერესებული.

ინსაიდერ ერთრემ კონურის ცნობით, ბაიერნის ხელმძღვანელობა ინგლისელი ფორვარდის, ჰარი კეინის წარმომადგენლებთან ახალი შრომთი ხელშეკრულების გაფორმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს.

წყაროს ინფორმაციით, მხარეები განიხილავენ შეთანხმების 2029 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივების ვარიანტს. ასევე, არ გამოირიცხება 2030 წლამდე მოქმედი კონტრაქტის გაფორმების შესაძლებლობაც.

კეინი მიუნხენურ კლუბს 2023 წლის ზაფხულში, ტოტენჰემიდან შეუერთდა. მხარეებს შორის არსებულ მიმდინარე კონტრაქტს ვადა 2027 წლის ივნისის ბოლოს ეწურება, ხოლო 33 წლის ფეხბურთელის საბაზრო ღირებულება 60 მილიონ ევროდ არის შეფასებული.

ბუნდესლიგის გასულ სეზონში ინგლისელმა თავდამსხმელმა 31 მატჩში მიიღო მონაწილეობა, სადაც 36 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა.

სხვა სტატიები