Belive

მიულერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა - ფეხბურთელმა ეს თავად გამოაცხადა

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად თომას მიულერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა, გერმანელმა ფეხბურთელმა ეს ინფორმაცია თავისი იუთუბ გვერდის მეშვეობით გამოაქვეყნა.

როდესაც მომეცა შანსი მეთამაშა ჩემი პირველი საერთაშორისო თამაში 14 წლის წინ, ვერც კი ვიოცნებებდი, რომ კარიერის ბოლოს ასეთი შედეგი მექნებოდა, 131 საერთაშორისო მატჩი და 45 გოლი. დღეს ვემშვიდობები გერმანულ არწივს. ნაკრებში დიდი გამარჯვებებიც მქონდა, მაგრამ იყო მწარე მარცხებიც. ვთამაშობდი საუკეთესოების წინააღმდეგ და ფანტასტიკური თანაგუნდელების გვერდით, რომლებთანაც დაუვიწყარი წუთები განვიცადე.

ყოველთვის ვამაყობდი იმით, რომ ჩემი ქვეყნის სიყვარულით ვთამაშობდი. ერთად ვზეიმობდით და ხანდახან ცრემლებსაც ვღვრიდით. მინდა მადლობა გადავუხადო ეროვნული ნაკრების ყველა გულშემატკივარსა და თანაგუნდელს. გმადლობთ წლების განმავლობაში მხარდაჭერისთვის.

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თქვენი ენთუზიაზმი გუნდის მიმართ უნდა შეინარჩუნოთ. მე კი როგორც გულშემატკივარი იგივეს გავაკეთებ უკვე ტრიბუნიდან. ნახვამდის! - თომას მიულერი

34 წლის ფეხბურთელს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია (U16, U19, U20, U21) და ასევე ეროვნული ნაკრების 131 შეხვედრაში 45 გოლი აქვს გატანილი.

აღსანიშნავია, რომ მიულერი გერმანიის ნაკრებში ჩატარებული შეხვედრების მიხედვით მესამე ადგილზეა. ის მხოლოდ მიროსლავ კლოზეს (137) და ლოთარ მათეუსს (150) ჩამორჩება.