მიწის ნაკვეთები და ფულადი პრიზები - რა საჩუქრები მიიღეს სენეგალელებმა აფრიკის თასის მოგებით
2025 წლის აფრიკის თასის გამარჯვებული სენეგალის ნაკრები გახდა. ძალიან დრამატული ფინალის ბრწყინვალე დასასრული.
მატჩის 98-ე წუთზე (ანგარიში 0:0 იყო), სენეგალელებმა, მათ კარში დანიშნული პენალტი გააპროტესტეს და მოედანი დატოვეს (92-ე წუთზე სენეგალის ნაკრებს გოლიც გაუუქმეს) - რამდენიმე წუთით, მინდორზე მხოლოდ მაროკოს ნაკრები დარჩა. სენეგალი თამაშს მაინც დაუბრუნდა და ბრაჰიმ დიასმა პენალტი ვერ გაიტანა ('პანენკას' სტილში, შუაში დაარტყა, ედუარდ მენდი მზად დახვდა). დამატებით დროში გატანილი ერთადერთი გოლით, სენეგალმა აფრიკის თასის ჩემპიონობა ისტორიაში მეორედ მოიპოვა.
ეს გამარჯვება სენეგალის პრეზიდენტმა ფეხბურთელებსა და სრულიად ქვეყანას მიულოცა და მადლობა გადაუხადა შრომისთვის, ბრძოლისთვის, თავდადებისთვისა და ამ ისტორიული წარმატებისთვის - ბაზირუ ფაიემ ყველა ფეხბურთელს, რომელიც აფრიკის თასის განაცხადში იყო სოლიდური საჩუქრები აჩუქა. კერძოდ - მან თითოეულ ფეხბურთელს, სენეგალის დედაქალაქის, დაკარის სანაპიროზე 1500 კვადრატული მეტრი მიწა და სახლი გადასცა, პარალელურად, თითოეულმა ფეხბურთელმა ბონუსის სახით 115 000 ევრო მიიღო.
¡SE RIFARON CON LOS PREMIOS! 🤑
— Andre Marín (@andremarinpuig) January 21, 2026
Bassirou Diomaye, presidente de Senegal, anunció que cada uno de los campeones de la Copa Africana recibirá €115,000 y 1,500 m² de terreno en la Petite Côte, al sur de Dakar. pic.twitter.com/Nvhd3egWbl
სენეგალმა ჩემპიონობის მოპოვება ისტორიაში მეორედ მოახერხა, პირველად მათ 2021 წელს მოიგეს. კამერუნში ჩატარებულ იმ ტურნირზე, სენეგალმა ფინალში ეგვიპტის ნაკრები, პენალტების სერიით დაამარცხა.