დორტმუნდი პასკალ გროსის ტრანსფერის გაოფიციალურების ზღვარზეა
"დორტმუნდსა" და "ბრაიტონს" შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ, ბუნდესლიგის გრანდი 33 წლის პასკალ გროსს გაიფორმებს. აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ფაბრიციო რომანოს მტკიცებით, "დორტმუნდი" და "ბრაიტონი" კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმდნენ. პასკალ გროსი კი კონტრაქტს მომდევნო 24/48 საათის განმავლობაში მოაწერს ხელს. ტრანსფერის შედეგად, "ბრაიტონი" 7 მილიონ ევროს მიიღებს, რომელსაც სამომავლო ბონუსების სახით, შესაძლოა რამდენიმე მილიონი დაემატოს.
33 წლის პასკალ გროსი "ბრაიტონის" ღირსებას 2017 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში "თოლიების" მაისური 228 მატჩში მოირგო. გროსმა 30 გოლის გატანაც შეძლო.
🚨🟡⚫️ Pascal Groß to Borussia Dortmund, here we go! Deal agreed for 33 year old midfielder to join BVB.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) July 30, 2024
Documents now ready between Brighton and BVB, set to be signed in 24/48h.#BHAFC to receive initial fee around €7m plus add-ons. pic.twitter.com/UOckVaPVBB