Belive

"მისთვის ნაკრების კარი დახურულია, რადგან ის 26 წლის ასაკში საუდის არაბეთში წავიდა" - რონალდ კუმანი

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპაში ერთა ლიგის ტურნირისთვის სანაკრებო შეკრება უკვე დაიწყო, ნიდერლანდები ტურნირის ფარგლებში ბოსნია ჰერცოგოვინას და გერმანიას დაუპირისპირდება. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა სტივენ ბერგვაინის შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ მისთვის ნაკრების კარი დახურულია.

სტივენ ბერგვაინი 26 წლის ასაკში მიდის საუდის არაბეთში. ნათელია, რომ მის ამ ქცევას საერთო არ აქვს სპორტულ ამბიციებთან, ამიტომ მისთვის ნაკრების კარი დახურულია. ბერგვაინს ჩემთან ეს არ განუხილავს, რადგან ალბათ იცოდა რასაც მე ვიტყოდი. - რონალდ კუმანი - ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი

სტივენ ბერგვაინი 21 მილიონი ევროს სანაცვლოდ "აიაქსიდან" საუდის არაბეთის კლუბ "ალ იტიჰადში" გადავიდა.

26 წლის ფეხბურთელს ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებში 35 შეხვედრა აქვს ჩატერებული, რა დროშიც 8 გოლის გატანა მოახერხა.

სხვა სტატიები