მიროსლავ კლოზე ნიურნბერგის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
46 წლის ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელი - მიროსლავ კლოზე, მომავალი სეზონიდან ბუნდესლიგა 2-ში, კერძოდ კი "ნიურნბერგის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე იმუშავებს.
🇩🇪👨🏫 𝐎𝐅𝐅𝐈𝐂𝐈𝐀𝐋 | Miroslav Klose is the new manager of Bundesliga 2 side, FC Nürnberg!
— EuroFoot (@eurofootcom) June 11, 2024
Statement: "I want to create a dynamic. I want to have the ball and have a certain dominance on the pitch. That's what I stand for as a coach." 🧠📈 pic.twitter.com/RqgK1E7XzE
კლოზეს სამწვრთნელო კარიერა ახლა, ბუნდესლიგა 2-ში არ იწყება, მან მწვრთნელად მიუნხენის "ბაიერნშიც" იმუშავა, თუმცა იგი მწვრთნელის პირველი დამხმარე იყო, შემდეგ კი ავსტრიულ კლუბ "ალტახს" ჩაუდგა სათავეში, სადაც 24 მატჩი ჩაატარა და 5-ჯერ მოიგო, 5-ჯერ მატჩი ფრედ ითამაშა, ხოლო 14-ჯერ დამარცხდა.
გარდა ამისა, მიროსლავს "ბაიერნის" U17-გუნდის ბედი ებარა, სადაც 49 მატჩში 35-ჯერ მოიგო, 4-ჯერ ფრედ ითამაშა, ხოლო 10-ჯერ დამარცხდა.
აქვე შეგახსენებთ, რომ მიროსლავ კლოზეზე წლების განმავლობაში "ბაიერნის" სხვადასხვა ფეხბურთელები გვეუბნებოდნენ, რომ მისგან დიდი საფეხბურთო მენეჯერი გამოვიდოდა.
46 წლის გერმანელმა მწვრთნელმა "ნიურნბერგში" დანიშვნის შემდეგ პირველი კომენტარიც გააკეთა.
"მინდა შევქმნა დინამიკა. მსურს ბურთი მქონდეს და მოედანზე გარკვეული დომინირება მქონდეს. ეს არის ის, რასაც მე მწვრთნელის პოზიციიდან ვუყურებ.
გუნდთან ერთად მზადებას მალე დავიწყებ, მოვემზადებით ახალი სეზონისთვის და ჩვენი პირველი მიზანი, ბუნდესლიგაში რაც შეიძლება დროული ასვლა იქნება..." - განაცხადა კლოზემ
შეგახსენებთ, რომ მიროსლავ კლოზე ლეგენდარული გერმანელი ფეხბურთელია, რომელმაც არაერთ საფეხბურთო გრანდში ითამაშა.
კლოზე ამ წამამდე, 71 გატანილი გოლით, გერმანიის ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.