Belive

მიროსლავ კლოზე ავსტრიული გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

გერმანიის ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, მიროსლავ კლოზე ავსტრიული ,,ალტახის'' მთავარი მწვრთნელი გახდა. ინფორმაციას გუნდის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

,,ამ ახალი გამოწვევით აღფრთოვანებული ვარ. მოლაპარაკებებმა სწრაფად და მარტივად ჩაიარა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სწორ ადგილას ვარ. გუნდის ხელმძღვანელობასთან პირველი საუბარი მართლაც ღია იყო და მაშინვე მივხვდი, რომ მუშაობა აქ მსურდა. ახლა მოუთმენლად ველი ფეხბურთელების, კლუბის პერსონალისა და გულშემატკივრების გაცნობას,'' - განაცხადა კლოზემ.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, კლოზე გერმანიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა, 2020-2021 წლების სეზონში კი ,,ბაიერნში'' ფლიკის ასისტენტიც იყო. მანამდე სპეციალისტი, ორი წლის განმავლობაში, ,,ბაიერნის'' 17-წლამდელთა გუნდსაც წვრთნიდა.

სხვა სტატიები