კორონავირუსის პანდემია ვოლგოგრადის "როტორსაც" შეუტია. ბექა მიქელთაძის და ნიკოლაი ყიფიანის შემდეგ, COVID19-ით ინფიცირება ზურიკო დავითაშვილსაც დაუფიქსირდა.
რუსული პრესის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი იმ ათკაციან სიაშია, რომელსაც კორონავირუსისტესტზე დადებითი პასუხი მიუვიდა.
როტორში, დავითაშვილთან, ყიფიანთან და მიქელთაძესთან ერთად, სოლომონ კვირკველია და "დინამო ბათუმის" ბრაზილიელი ლეგიონერი ჯოვინოფლამარიონიცაა განათხოვრებული.