Belive

ბორდოს მწვრთნელი დავითაშვილზე: ,,სწორი გადაწყვეტილება მიიღო, იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა''

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ბორდოს'' მთავარმა მწვრთნელმა, დავიდ გიონმა, ,,დიჟონთან'' მოგებული მატჩის შემდეგ, მისი გუნდის თავდამსხმელზე, ზურიკო დავითაშვილზე ისაუბრა:

,,თქვენ ხედავთ, რომ დავითაშვილს გამოცდილება აქვს. მან მაღალ დონეზე უკვე რამდენიმე სეზონი ჩაატარა. თამაშობს ეროვნულ ნაკრებშიც. გამოჩნდა, რომ მატჩის ბოლოს ცოტა დაიღალა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ფეხი არ აუკანკალდა. მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო, იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა. ეს კი უფრო ეფექტურს გვხდის. ამაში ვარჯიშზეც დაგვარწმუნა. დავითაშვილის თამაში შეტევის ხაზს ტექნიკას მატებს.

ის, რაც განსაკუთრებით მომეწონა, ზურიკოს ხასიათია, არ დანებდა... რამდენიმე მომენტში არ გამოუვიდა, მაგრამ, საბოლოოდ, გოლი მაინც გაიტანა. ის არის ფეხბურთელი, რომელიც შანსებს ქმნის და მისი გაფორმებით შეტევითი პოტენციალი გაძლიერდა,'' - განაცხადა გიონმა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-9 ტურში, ,,ბორდოს'' შემადგენლობაში, ზურიკო დავითაშვილის დებიუტი შედგა. ქართველმა ფეხბურთელმა ,,დიჟონთან'' მატჩში (2:1) გამარჯვების გოლი გაიტანა.

VIDEO | დავითაშვილის გოლი დიჟონთან შეხვედრაში

___________________________________________________________________________________________

სხვა სტატიები