მიქაუტაძის საუკეთესო მატჩი ლიონში | ქართველმა ევროპა ლიგაზე იფრინა
ევროპა ლიგის მერვედფინალის განმეორებით მატჩში, "ლიონმა" საკუთარ მოედანზე "სტიაუას" უმასპინძლა და მეტოქე 4:0 დაამარცხა. პირველი შეხვედრა ფრანგებს 3:1 ჰქონდათ მოგებული, ასე რომ, 2 მატჩის ჯამში, ლიონმა რუმინული კლუბი უმარტივესად ჩამოიშორა.
გიორგი მიქაუტაძემ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და მატჩი სრულად ჩაატარა. სწორედ ქართველი გახდა MVP. გიორგის დღეს უდავოდ საუკეთესო თამაში ჰქონდა ლიონის მაისურით. მიქაუტაძემ ანგარიში მე-14 წუთზე ულამაზესი გოლით გახსნა, 2 მეტოქეზე წავიდა, შევიდა საჯარიმოში და მარცხენათი აუღებლად დაარტყა. 37-ე წუთზე ქართველმა უკვე ნუამას გაატანინა და პირველი ტაიმი ასეც დასრულდა.
მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მიქაუტაძემ FCSB-ს დუბლი შეუსრულა. ორივე შემთხვევაში, ქართველმა რაიან შერკის გადაცემებით ისარგებლა. შეხვედრის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე კი ქართველი ისევ 'საქმეში აღმოჩნდა' - მისი გადაცემით ერნესტ ნუამამ მეორედ ისარგებლა.
sofascore-სა და whoscored-ის მონაცემებით, გიორგი მიქაუტაძის შეფასება 9.5-დან 9.8-დეა.