საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ ბელგიის თასის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრაში, ჰეთ-თრიკის გაფორმება მოახერხა.
"სერენმა" "ლოკერენს" ერთმატჩიან დუელში - 3:0 აჯობა და სამივე გოლი ახალგაზრდა ქართველი ფორვარდის აქტივში იყო. 20 წლის შემტევმა გოლები მე-7, 55-ე და 88-ე წუთებზე გაიტანა.
მიქაუტაძე ბელგიურ გუნდში იჯარის წესით საფრანგეთის ლიგა 1-ის ბინადარი "მეციდან" 30 აგვისტოს დაბრუნდა და იუპილერ ლიგაში ჩატარებული ერთი შეხვედრის შემდეგ, თასზე გამართულ მატჩში პირველი გოლების გატანა მოახერხა.
საინტერესოა, რომ გიორგი მიქაუტაძეს "სერენის" მაისურით საერთო ჯამში (ორივე სეზონის გათვალისწინებით) 23 შეხვედრაში 25 გოლი აქვს გატანილი.