"მიქაუტაძის გოლი ძალიან მიხარია" - მარსელინო
2 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ესპანეთის ლა ლიგის მე-5 ტურის შეხვედრაში ვილიარეალმა ოსასუნა 2:1 დაამარცხა. თავდაპირველად კაცნაკლულმა ოსასუნამ პირველი ტაიმის მიწურულს 45+6 წუთზე პენალტის ნიშნულიდან გაიტანა, თავისი გუნდი ბუდიმირმა დააწინაურა, 69-ე წუთზე გიორგი მიქაუტაძემ სადებიუტო გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა, გამარჯვების მომტანი გოლი კი 85-ე წუთზე პაპე გეიემ გაიტანა.
ვილიარეალის მთავარმა მწვრთნელმა მარსელინომ მატჩის შემდეგ მედიასთან ისაუბრა და გიორგი მიქაუტაძეზეც გაამახვილა ყურადღება:
შეტევაში ძალიან კარგად ვითამაშეთ, ოსასუნას დამარცხება ძალიან რთულია, რადგან ისინი ძალიან სწრაფები არიან და კომპაქტურად გადაადგილდებიან. მატჩის განმავლობაში ბევრი შანსი შევქმენით და დამსახურებულად შევცვალეთ თამაშის მიმდინარეობა.
ძალიან კარგად ითამაშეს როგორც ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებმა, ასევე მეორე ტაიმში სათადარიგო სკამიდან შემოსულებმა. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მიხარია, განსაკუთრებით სასიხარულოა, როდესაც ნაკლებად მოთამაშე ფეხბურთელებისგან კარგ თამაშს ხედავ.
მიქაუტაძის გოლი ძალიან მიხარია, მას დრო უნდა მივცეთ და ის ბევრ გოლს გაიტანს. როდესაც გოლი გაგაქვს თავდაჯერება გემატება, ჩემი ყველა თავდამსხმელისგან შეუპოვრობას და მომენტების გამოყენებას ვითხოვ.
მაყურებლის მხარდაჭერა დიდი სტიმული იყო ჩვენთვის, ახალი მოთამაშეებისთვისაც ბევრს ნიშნავდა მათი ასეთი ქომაგობა.
ლუის ჟუნიორის სეივები ძალიან დაგვეხმარა სამი ქულის მოპოვებაში.
მთლიანობაში ძალიან კმაყოფილი ვარ გუნდის მუშაობით და ამ გამარჯვებით, რადგან სრულიად დამსახურებული იყო. ერთადერთი სადაც ძლიერად არ გამოვიყურებოდით, დაცვა იყო. სამწუხარო იყო, რომ პირველი ტაიმის ბოლოს პენალტი დაგვინიშნეს, მნიშვნელოვანია, რომ სახლში გოლი არ გავუშვათ. - მარსელინო გარსია ტორალი
ლა ლიგის ცხრილში ვილიარეალს 10 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზე იმყოფება (3 მოგება, 1 ფრე, 1 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 23 სექტემბერს სევილიას წინააღმდეგ გამართავს.