მიქაუტაძემ, რომელიც ღონისძიებას ვერ დაესწრო, ქართველ ქომაგებს ბოდიში მოუხადა
5 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ, განაცხადა, რომ დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ ღონისძიებას, ოფიციალური ვალდებულებების გამო ვერ დაესწრო:
მინდა ბოდიში მოგიხადოთ ჯგუფთან ერთად ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობას აღნიშვნაზე ჩემი არყოფნის გამო.
ოფიციალურმა ვალდებულებებმა შემიშალა ხელი, რომ მოსვლით მადლობა გადამეხადა თქვენთვის.
იცოდეთ, რომ გული და ფიქრები თქვენთან ერთად იყო.
თქვენ, გულშემატკივრებო, დაუღალავად დაგვიდექით გვერდში თქვენი მხარდაჭერით.
გვექნება შესაძლებლობა, რომ მალე კვლავ შევხვდეთ.
დიდი მადლობა ყველაფრისთვის.
დიდი მადლობა სრულიად საქართველოს - წერს მიქაუტაძე სოციალურ ქსელში
საქართველოს ეროვნული ნაკრები სადებიუტო ევროპის ჩემპიონატზე ჯგუფიდან გავიდა და მერვედფინალში უძლიერეს ესპანეთის ნაკრებთან 1:4 დამარცხდა.
გიორგი მიქაუტაძე 3 გოლით ჩვენი გუნდის საუკეთესო ბომბარდირი გახდა.