Belive

მიქაუტაძემ ისევ გაიტანა, თუმცა ვილიარეალს არ ეყო

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ესპანეთის ჩემპიონატის 24-ე ტურში ხეტაფემ ვილიარეალს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. გასაკვირია, თუმცა მარსელინომ გიორგი მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში არ დააყენა და ამას, ალბათ, ინანებდა კიდეც.

გიორგი მოედანზე 65-ე წუთზე შევიდა - ამ დროს სტუმრები უკვე 2:0 აგებდნენ. ქართველმა შესვლიდან 10 წუთში ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ვილიარეალი თამაშში დააბრუნა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა და 'ყვითლების' არეული თამაშები გაგრძელდა.

მიქაუტაძემ ზედიზედ მეორე მატჩში გაიტანა (ესპანიოლთან საგოლე გადაცემაც ჰქონდა) - ახლა ქართველის ანგარიშზე, ლა ლიგაში, 7 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

ატლეტიკოსა და ვილიარეალს თანაბარი 45 ქულა აქვთ და მე-3/მე-4 ადგილს ინაწილებენ - მომდევნო ტურში, ვილიარელი სტუმრად ლევანტეს ეწვევა.

სხვა სტატიები