მიქაუტაძე ვილიარეალის თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის
13 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ვილიარეალის ქართველი შემტევი, გიორგი მიქაუტაძე ესპანური კლუბის იანვრის თვის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის იბრძვის. მიქაუტაძე რჩეულ სამეულშია და კონკურენციას ჟერარდ მორენოსა და ალფონსო პადრესას უწევს.
იანვრის თვესი მიქაუტაძემ ლა ლიგაში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო. ქართველმა შემტევმა თავის გამოჩენა ელჩესა და ალავესთან გამართულ მატჩებში შეძლო.
¡Mikautadze, Gerard y Pedraza son los futbolistas nominados a Jugador del Mes del Villarreal! 🌟
— Villarreal CF (@VillarrealCF) February 5, 2026
¿Para quién es tu voto? ¡Vota ya y consigue una camiseta firmada por el ganador! 🤩
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძეს ვილიარეალის მაისურით ყველა ტურნირზე 26 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 7 გოლის გატანა და 3 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.