Belive

მიქაუტაძე შესაძლოა საფრანგეთში დაბრუნდეს | ვარიანტები ლიონი და მეცია

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

გიორგი მიქაუტაძის საფრანგეთში დაბრუნების შანსებზე ბოლო პერიოდში ბევრი იწერება. "მეცმა" გამოთქვა სურვილი, რომ ქართველი ფორვარდი იჯარის წესით წაიყვანოს, ახლა კი "ლიონის" ინტერესიც გამოიკვეთა, ამის შესახებ ფრანგული გამოცემა sport.fr იტყობინება.

ამსტერდამის "აიაქსში" გიორგისთვის სეზონი წარუმატებლად მიმდინარეობს, ლიგა 1-ში გადასვლის შანსები კონკრეტულად კი "ლიონში" ან "მეცში" ქართველის გადასვლას ის ფაქტიც ამყარებს, რომ ორივე ფრანგული გუნდი დღეს ცუდ ფორმაშია და საფრანგეთის უმაღლეს დივიზიონში დასარჩენად იბრძვიან, გუნდს კი გაძლიერება სჭირდება.

"ლიონში" დაბადებული ქართველის კარიერა 2022/23 წლების სეზონში "მეცში" კარგად განვითარდა და კლუბი ლიგა 1-ში აღზევდა, რაშიც გიორგის წვლილი უდიდესია, რადგან 23 გოლით საფრანგეთის ლიგა 2-ის ბომბარდირი გახდა. ფრანგული გამოცემის ინფორმაციით ქართველს თავის ყოფილ გუნდში დაბრუნება ჯერ კიდევ შეუძლია, მაგრამ სატრანსფერო ამბებში ჩართულია "ლიონიც", რომელიც "Transfermarkt" მიერ 10 მილიონად შეფასებული გიორგი მიქაუტაძის გადაყვანას ცდილობს.

სხვა სტატიები