Belive

მიქაუტაძე კვირის სიმბოლურ გუნდში მოხვდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-15 ტურის შეხვედრაში, გიორგი მიქაუტაძის "მეცმა" სტუმრად 1:4 გაიმარჯვა.

"მეცის" გამარჯვებაში ლომის წილი გიორგი მიქაუტაძემ დაიდო, რომელმაც ჰეთ-თრიკი გაიფორმა და საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულის მოპოვებაში დაეხმარა. მიქაუტაძის ბრწყინვალე პერფორმანსი EA SPORTS FIFA-ს უყურადღებოდ არ დარჩენია.

მიქაუტაძე EA SPORTS FIFA-ს სიმბოლურ გუნდში მოხვდა და მისი სახელობის სპეციალური ბარათიც გამოუშვეს.

სხვა სტატიები