მიქაუტაძე და დავითაშვილი ლიგა 2-ის 32-ე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდნენ
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფრანგეთის ლიგა 2-ის 32-ე ტურის სიმბოლურ გუნდში 2 ქართველი: ზურიკო დავითაშვილი ("ბორდო") და გიორგი მიქაუტაძე ("მეცი") მოხვდნენ.
ლიგა 2-ის 32-ე ტურში, "მეცმა" "სენტ ეტიენი" სტუმრად 1:3 დაამარცხა. ამ მატჩში დუბლი შეასრულა ქართელმა ფორვარდმა - გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც ლიგა 2-ის ბომაბრდირთა დავას 19 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით ლიდერობს.
ხოლო რაც შეეხება "ბორდოს", ჟირონდინელებმა შინ "გრენობლი" 3:1 დაამარცხეს. გამორჩეული მატჩი ჰქონდა საქართველოს ნაკრების შემტევს - ზურიკო დავითაშვილს, რომელმაც მატჩის 57-ე წუთზე "გრენობლის" კარის აღება შეძლო.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მიქაუტაძის "მეცი" და ზურიკო დავითაშვილის "ბორდო" ლიგა 1-ის საგზურისთვის იბრძვიან.
