Belive

მიქაუტაძე ბრაიტონთან არ ითამაშებს - ქართველი შემტევი ამსტერდამში დარჩა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ერედივიზიონში კატასტროფულად მოასპარეზე "აიაქსი", რომელიც გასულ ტურში, ბოლოადგილოსან "უტრეხტთან" დამარცხდა, ინგლისში გაემგზავრა. UEFA-ს ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, "ბრაიტონისა" და "აიაქსის" დაპირისპირება შედგება, რის გამოც ამსტერდამული კლუბის ფეხბურთელები ინგლისში უკვე გაემგზავრნენ.

ქართველი გულშემატკივრისთვის განსაკუთრებით გულდასაწყვეტია ის გარემოება, რომ გუნდთან ერთად გიორგი მიქაუტაძე არ იმყოფება. "აიაქსის" ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ქართველი შემტევი ავადაა და სწორედ ეს გახდა მისი ამსტერდამში დარჩენის მიზეზი.

შეგახსენებთ, კატასტროფული შედეგების გამო, ამსტერდამული გრანდის მესვეურებმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მორის შტეინი გაათავისუფლეს. რაც შეეხება მიქაუტაძეს - ქართველმა შემტევმა მიმდინარე სეზონში "აიაქსის" მაისური მხოლოდ 4 მატჩში მოირგო.

სხვა სტატიები