Belive

ლიონი ბეშიქთაშთან დამარცხდა | მიქაუტაძე მხოლოდ 15 წუთი ათამაშეს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპა ლიგის მე-3 ტურში "ლიონმა" საკუთარ მოედანზე "ბეშიქთაში" მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მთელი მატჩის განმავლობაში, ფრანგები უდიდეს უპირატესობას ფლობდნენ და კარის მიმართულებით 30-ჯერ დაარტყეს. ლიონის მოსალოდნელი გოლების მაჩვენებელი (xG) 2.3-ს აღემატებოდა, თუმცა გოლის გატანა ვერ შეძლეს და კიდევ უფრო უარესი - 71-ე წუთზე ჯედსონ ერნანდესმა სტუმრები დააწინაურა.

მომენტების გამოუყენებლობის მიუხედავად, პიერ საჟმა, გიორგი მიქაუტაძე მე-80 წუთამდე არ შემოიყვანა. ქართველს რეალური საგოლე მომენტი არ ჰქონია და ჯერ კიდევ ელის თავის პირველ გოლს ახალი კლუბის მაისურით.

ამ მატჩში ორიდან ორი თამაშის მომგები ლიონი და ორჯერ დამარცხებული ბეშიქთაში ხვდებოდნენ ერთმანეთს. ამ მომენტისთვის, ევროპის ლიგის ფაზის ცხრილში ლიონი მე-10 ადგილზეა, ბეშიქთაში კი 27-ზე.

სხვა სტატიები